სახალხო დამცველის განცხადება

28 ოქტომბერი 2021, 11:02 668 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი უკრაინიდან მაღალი თანამდებობის პირებისთვის საქართველოში შემოსვლაზე შექმნილ დაბრკოლების ფაქტს განცხადებით ეხმაურება.

ნინო ლომჯარია მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია და ლახავს ქვეყნის იმიჯს. საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ასევე პრობლემები შეექმნა უკრაინის ომბუდსმენს  ლუდმილა დენისოვას, ხოლო ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს ჟურნალისტ დიმიტრი გორდონსა და მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს. მათი განცხადებით, თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში  ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს ისინი და უკან  გააბრუნეს. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს აღნიშნული ფაქტების  შესწავლასა და  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამ დრომდე არ კეთდება კომენტარი, რატომ ეთქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელ ადვოკატსა  და ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი