ბელგრადში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ლაშა გურულმა სტარტზე ბაჰამელ რაშიდ უილიამსს აჯობა. ნოდარ დარბაიძემ უკრაინელი ოლეკსანდრ კორნივი დაამარცხა.
გიორგი ხარაბაძემ ტაივანელი ჩია-ვეი კანი დაჯაბნა. გიორგი ჭიღლაძემ კი ლუქსემბურგელ მაიკლ ერპელდინგს მოუგო.
შემდეგ ორთაბრძოლებს ქართველი მოკრიოვეები 28-29 ოქტომბერს და 1-2 ნოემბერს გამართავენ.