ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ჩატარებას არ ეთანხმება.
„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, - აცხადებს ტიკარაძე.