"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორს მიმართავს. პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რუსთავის ციხეში მყოფ სააკაშვილს "სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა". ამავე განაცხადებით მიმართავენ საქართველოს მოქალაქეებს.
აღნიშნულია, რომ "ყველამ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დაუშვან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.
"ნაციონალური მოძრაობა" ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას.