საქართველოში კორონავირუსის  4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

26 ოქტომბერი 2021, 10:39 1009 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 953.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,97 პროცენტს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,05 პროცენტი.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1523 შემთხვევა, აჭარაში - 179, იმერეთში - 933, ქვემო ქართლში - 273, შიდა ქართლში - 378, გურიაში - 116, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 378, კახეთში - 658, მცხეთა-მთიანეთში - 166, სამცხე-ჯავახეთში - 103, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 55.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 698 944 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 639 564, გარდაიცვალა 9 831 პაციენტი.

გუშინ საქართველოში 48 090 ტესტი ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი