მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

25 ოქტომბერი 2021, 15:06 8540 ნახვა

ბათუმში 13 წლის გოგოს  თანატოლებმა ჯერ სავარაუდოდ სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.   

კადრები ძალიან მძიმე სანახავია, ამასთან რადგან მასში სკოლის მოსწავლეები ფიგურირებენ, ჩვენ  გავრცელებულ ვიდეოში მონაწილე გოგონების იდენტიფიცირებას არ ვახდენთ. 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სკოლაში ამ ფაქტის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ასევე ირკვევა, რომ მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგაც ჯერ კიდევ დღეს დილით სოციალური სააგენტო ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ იყო. 

ძალადობის ამბავი ერთ-ერთ უფუნქციო  შენობაში ხდება. გამოძიება დაწყებულია. 

სკოლა, სოციალური სააგენტო და პოლიცია ახლა ერთად ცდილობენ დეტალების გარკვევას. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი