საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურში "ბათუმმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 97:100 დამარცხდა. გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთები აღმოჩნდა. ბათუმელთაგან 28 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 18 ქულა სოსო გოგნაძის ანგარიშზეა.
მესამე ტურის წინ ბათუმი 2 ქულით ბოლოსწინა, მეათე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბათუმი 27 ოქტომბერს რუსთავის წინაღმდეგ გამართავს.