სუდანში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის კიდევ 4 წევრი დააკავეს. პრო-დემოკრატიული ჯგუფი მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ქვეყნის დედაქალაქში დახშულია სატელეფონო სიგნალი და ინტერნეტი. სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ერთი თვის წინ. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს.