საქართველოში კორონავირუსის 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 650 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 847 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 643, „პისიარ“ ტესტით –9 204.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 694 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 635 611 გამოჯანმრთელდა, 9 788 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა – 1 950 693 აცრა, დღიურად აცრილია – 1 877.