პრემიერი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

24 ოქტომბერი 2021, 18:30 321 ნახვა

ექსპრეზიდენტი არ არის პრივილიგირებული პატიმარი, შესაბამისად, მისი მკურნალობაც ციხის კლინიკაში მოხდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი თქმით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია. პრემიერი ამბობს,რომ  სააკაშვილი თავისი ნებით შიმშილობს და მერე ისევ "ხელისუფლებას ადებს ვალს".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის გეგმაა, დაიწყოს სიმულიანტობა, თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ როგორმე კერძო კლინიკაში გადაიყვანონ.  პრემიერი აცხადებს, რომ, ადვოკატების ეს მოთხოვნა "მორიგი პროვოკაციაა" და საავადმყოფოში გადაყვანით მათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ. მისი ინფორმაციით , ექსპრეზიდენტს და მის დამცველებს "გეგმა აქვთ, რომ 30 ოქტომბერს მათი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და მისი მხარდამჭერები სააკაშვილს საავადმყოფოდან გაიყვანდნენ და  გაათავისუფლებდნენ".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში