1 კვირაა დარჩენილი მეორე ტურამდე. პარტიები მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ და გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" დესტრუქციულ ძალებს შანსს არ დაუტოვებს, რომ მათ არეულობა და ქაოსი შემოიტანონ ქვეყანაში. ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში ყოფნა დიდხანს მოუწევს. ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ლობისტები არიან და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებენ. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის თქმით კი„ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე დაკავებულია ზიზღის ფრქვევით და გაუაზრებელი განცხადების კეთებით არის დაკავებული“. ნიკა მელიას თქმით სიმართლე არის ოპოზიციის მხარეს და ამას ყველა ხედავს.