აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მეცნიერები აცხადებენ, რომ „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სავარაუდო სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს. მანამდე ვაქცინის შემქმნელმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
ამასთან, კომპანიების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე 12-დან 15 წლამდე ასაკის ვაქცინირებულ ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 11 წლის ასაკის ბავშვები ვაქცინის უფრო მცირე დოზით აცრეს.თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.