წყალწაღებული გზა და ავარიული სახლები

22 ოქტომბერი 2021, 19:54 1678 ნახვა

საფრთხის შემცველი გზა ქობულეთში. ამორტიზებული გვარა-ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა სტიქიურად აქტიურია და უხვი ნალექის დროს მიწა ცოცავს. კიდევ ერთი მთავარი პრობლემა კი ახლოს მდებარე სახლებია, რომლებზეც მოსახლეობის თქმით, ბზარები იზრდება და რამდენად უსაფრთხოა შენობაში ყოფნა ზუსტად არ იციან. ამიტომ მათი მთავარი მოთხოვნა გზის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაა. ახლა, გეოლოგიურ დასკვნაზეა დამოკიდებული, რა სახის სამუშაოები უნდა შესრულდეს მონაკვეთზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში