ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

21 ოქტომბერი 2021, 18:21 755 ნახვა

წინსვლაში მცხოვრები ბესიკ ანანიძის მრავალწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის შესწავლას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვს. ოჯახი ირწმუნება რომ საცხოვრებელ სახლზე ბზარები ყოვედღიურად იზრდება, კედლებს შორის დაშორებამ 11 სანტიმეტრს მიაღწია. შენობის პირველი სართული ყოველი გაწვიმების დროს იტბორება.მათი ტქმით, დაბზარულ კედლებს გამოცლილი აქვს საძირკველიც, საცხოვრებელთან მეწყრული პროცესები გასულ დღეებშიც გააქტიურდა. ოჯახი ირწმუნება, რომ ტერიტორია გეოლოგებმა 5 წლის წინ შეისწავლეს და დაასკვნეს რომ შენობაში ცხოვრება უსაფრთხოა. თუმცა დასკვნების შემდეგ სახლზე გაჩენილმა ბზარებმა კიდევ უფრო მოიმატა, გეოლგებმა საცხოვრებელი განმეორებით მიმდინარე თვეში შეისწავლეს,  ოჯახს სპეციალისტების დასკვნები კი ამ დროდმე არ მიუღიათ.  ხელვაჩურის მერიაში განმარტავენ რომ დაზარალებულ ოჯახს გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად დაეხმარებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში