პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან შენობის გარეთ შეკრებილ თავის მხარდამჭერებს მიესალმა.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები შეიკრიბნენ. ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ უფლებადამცველები რუსთავის ციხიდან, ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.