აჭარის მოფარიკავეთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდა

21 ოქტომბერი 2021, 10:01 1008 ნახვა

ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაში, გუნდური მესამე ადგილი გოგონათა შორის დაშნაში და პირველი ადგილი რაპირაში ვაჟთა შორის.

აჭარის კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა ნაკრები სომხეთის საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდა. ერევანში გამართულ მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირზე ბათუმის სპორტსკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა. რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლუკა კეჟერაძემ, მესამე ადგილზე ანანო ჯინჭარაძე, ელენე თურმანიძე და ნიკა კეჟერაძე გავიდნენ.

დაშნით ასპარეზობაში აჭარის გოგონათა ნაკრებმა მარიამ დვალიშვილის, ხატია ხილაძის, გურანდა აბულაძისა და სალომე ნეფოტონოვას შემადგენლობით მესამე ადგილი დაიკავა. რაპირით ფარიკაობაში კი ჩემპიონი ირაკლი აბულაძის, ნიკა და ლუკა კეჟერაძეების ტრიო გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი