ლავროვი - ნატომ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად

20 ოქტომბერი 2021, 09:35 97 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „ჩვენ არასოდეს ვიწყებთ ურთიერთობების გაუარესებას არც ნატოსთან, არც ევროკავშირთან და არც დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანასთან.

ალიანსის ქვეყნებმა თავად უბრალოდ დაასამარეს მთავარი წესი, რომელიც რუსეთი-ნატოს საბჭოს წესდების საფუძველში - აუცილებელია სასწრაფო კონსულტაციები კრიზისულ ვითარებაში“ , - განაცხადა ლავროვმა.  მისი თქმით, რუსეთის ნაბიჯი, რაც ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობის შეწყვეტას გულისხმობს, პასუხია ნატოს სამ ნაბიჯზე, რადგან მათ სამჯერ შეამცირეს რუსეთის წარმომადგენლობა.

ცნობისთვის, რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს. მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ალიანსის მიერ რუსეთის მისიის 8 წევრის გაძევების საპასუხოდ მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში