5 000 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მარტივი არ არის - ამირან გამყრელიძე 

20 ოქტომბერი 2021, 11:40 781 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდემიოლოგიურად რთული ვითარებაა და დღიურად 5 000 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მარტივი არ არის. 

ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევათა უმრავლესობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე და შესაბამისად ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ნაკლებია.

''მიუხედავად იმისა, რომ აქტიური შემთხვევა 46 000-მდეა, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა. ვაკვირდებით სიტუაციას. ეს ალბათ მაინც განპირობებულია იმუნური ფენით, რაც შეიქმნა. რაც ჩვენ გვინდა ის ჯერ არ არის, მაგრამ რაღაც სერიოზული სეგმენტი გაჩნდა. მილიონი ადამიანი აცრილია და მოსახლეობის 42% გადატანილი აქვს ინფექცია. ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის 12%, რაც წინა პერიოდთან შედარებით დაბალი მაჩვენებლია, რაც ვაქცინაციით არის განპირობებული.

,,ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება, დაახლოებით 9000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მე-4 ტალღის შუა პერიოდში მობილიზებული დარჩა, აქედან დაკავებულია 5679. დღეს უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდია თბილისსა და აჭარაში, გამომდინარე ვაქცინაციის მაღალი მაჩვებლებიდან. დღეს თბილისსა და აჭარაში ინფიცირების ტემპი ყველაზე დაბალია, ამიტომ ამ საწოლფონდს ბუნებრივია ვიყენებთ სხვა რეგიონებისთვის"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი