საველე ჰოსპიტალების საჭიროება არ დგას - თამარ გაბუნია

20 ოქტომბერი 2021, 11:40 498 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, საველე ჰოსპიტალების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, 9000-მდე საწოლი. მისივე განცხადებით, ვაქცინირებული უკვე მილიონამდე მოქალაქეა.

"ამ ჯგუფში რომც მოხვდეს ინფექციის გავრცელება, იმისი ალბათობა, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება რომელიმე ვაქნიცრებულ მოქალაქეს არის ძალიან დაბალი.

ეს უკვე ცალსახად იკვეთება თბილისსა და ბათუმში. ამდენად ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსით რაც გვაქვს გავიაროთ ეს პერიოდი. ამდენად საველე ჰოსპიტალების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ"-განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში