საქართველოში კორონავირუსის 5219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2348 პირი, გარდაიცვალა 42.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 301 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 666 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.02%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი - 375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 872.