ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი

19 ოქტომბერი 2021, 18:29 239 ნახვა

ნატოს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ხავიერ კოლომინა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გააცნო არსებული ვითარება და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ალიანსის წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში