"თავისუფლება მიშას” ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ჩაქვის გვირაბთან მსვლელობა მოაწყვეს და ხიდზე ბანერი გადმოფინეს. ოპოზიციის აქტივისტებმა ამ ფორმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.
ბონდო თედორაძის თქმით, რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი მტკიცებით, პუტინის დაკვეთით ივანიშვილის პატიმარია, უნდა გათავისუფლდეს.
ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.