ნატოს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი

19 ოქტომბერი 2021, 11:08 622 ნახვა

საქართველოში პირველ ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი. დღეს და ხვალ ხავიერ კოლომინა  შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

ნატოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. კოლომინა საქართველომდე აზერბაიჯანს სტუმრობდა, საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება. 

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, შეხვედრების დროს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გამახვილდება ყურადღება, ასევე ქვეყნის ლიდერებისგან ხაზი გაესმევა ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში