ტრანსპორტის პრობლემა დაბა მახინჯაურში

18 ოქტომბერი 2021, 20:37 1010 ნახვა

დასახლება ტრანსპორტის გარეშე. ეს მახინჯაურია, ერთ-ერთი ყველაზე ახლო დასახლება ბათუმთან. გოგირდის აბანოებთან,რომელიც აქტიური საკურორტო ზონა იყო წლების წინ, სტუმარი ბევრი იყო და სამარშრუტო ტაქსიც დადიოდა. ვიზიტორები ისევ დადიან, თუმცა ტრანსპორტი აღარ არის და გადადგილება პირადი ავტომობილით ან ფეხით უწევთ. როგორც ამბობენ, ტრანსპორტი, მძღოლის კეთილი ნების თუ სურვილის მიხედვით, ხანდახან ჩამოივლის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში