დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის მეხუთე ტალღის ყველა მონაცემი არის.
ამირან გამყრელიძის თქმით, სიტუაცია უარესდება.
''დელტა შტამი საკმაოდ ვერაგი აღმოჩნდა. საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია. რეანიმაციაში ვინც ხვდება, 98% აუცრელია. უნდა ავიცრათ. უნდა გავითავისოთ, ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის წინაშე.
მე მომხრე ვარ სავალდებულო ვაქცინაციის, ეს არის ჩემი მოსაზრება. პირველ რიგში მაგალითი უნდა ვუჩვენოთ ჩვენ სამედიცინო პერსონალმა და მასწავლებლებმა. სწავლა მთავარია, თუ ყველა აცრილი ვიქნებით, მაშინ დასწრებით სწავლა არ შეჩერდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.