აქციის ორი მონაწილის დაკავებით დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.
,,თავისუფლება მიშას“ - მათ ამ შინაარსის სტენსილის გაკეთება უნდოდათ, წინააღმდეგობა პოლიციამ გაუწია, რის გამოც საბოლოოდ დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილს უკვე შეხვდნენ ადვოკატები და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გააკეთეს.