ესპანეთის ნაპირებთან ზღვაში მიგრანტებს ეძებენ

18 ოქტომბერი 2021, 14:37 761 ნახვა

ესპანეთის ნაპირებთან  არალეგალი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა.  უგზოუკვლოდ დაკარგულად  12 ადამიანი ითვლება. ესპანეთის სანაპირო დაცვამ ორი მიგრანტის გადარჩენა შეძლო. შემთხვევის რაიონში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

სამაშველო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ნორვეგიულმა მცურავმა გემმა ერთი მიგრანტი გადაარჩინა. კიდევ ერთი მიგრანტი გადაარჩინა სამაშველო  ვერტმფრენმა, რომელიც ამ რაიონში გაიგზავნა.

გადარჩენილი მიგრანტების თქმით,  მათთან ერთად კიდევ  12  მიგრანტმა ნავით გასულ კვირას ალჟირიდან  ესპანეთის მიმართულებით  აიღეს გეზი, გზაში  ნავის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და ის გადაბრუნდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში