საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა

18 ოქტომბერი 2021, 11:42 546 ნახვა

საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. ნიკოლა დე ბულან დე ლაკოსტს ქვეყნის დატოვება მინსკმა მოსთხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა საკუთარი ელჩი გამოიწვია საფრანგეთიდანაც.

საფრანგეთი ბელარუსიდან ელჩის გამოძევების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატმა ოთხშაბათს აკრძალული არასამთავრობო ორგანიზაციის, „გავარი პრავდუს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მათ შორის ორგანიზაციის ე.წ. ლიდერს, ანდრეი დმიტრიევს, რომელიც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი