კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარის მასშტაბით, სრულად დისნტანციურ სწავლებაზე გადავიდა 4 სკოლა. მათ შორის 1 კერძო და 3 საჯარო.
2 სკოლა დაიხურა ბათუმში, 2 კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ონლაინ სწავლებაზეა გადასული 118 ცალკეული კლასი, ძირითადად ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების გამო დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ცალკეული ჯგუფი.