ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება - თორნიკე რიჟვაძე

18 ოქტომბერი 2021, 10:04 770 ნახვა

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

,,დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს, ეს იქნება რამდენიმე კვირიანი პერიოდი. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. აქ მაცხოვრებელი ოჯახების სურვილის გათვალისწინებით აშენდება ამავე მოცულობის შენობა, რომელსაც დააფინანსებს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა.

ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი