აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი 1974 წელს დაბადებული დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს –მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.