დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალურ შეხვერა გამართა. ის დღეს ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გედრიუს პოაჯონასს შეხვდა. ლიტვასთან საქართველოს ბევრი კულტურული, აგრარული და ეკონომიკური პროექტი აკავშირებს ამიტომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლიტვის ელჩმა. ის გუშინ ბათუმში თანამედროვე ხელოვნების გამოფენასაც დაესწრო.