აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტის დეტალები

16 ოქტომბერი 2021, 12:28 760 ნახვა

საქართველოში ამერიკის საელჩო, თავდაცვის მდივნის, ლოიდ ჯეი ოსტინის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ის საქართველოს ამ კვირაში ეწვევა. თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე.

თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში