კვლავ განხილვის საგანია კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ქართულ ოცნებას ეკუთვნის. სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი აღდგება, რომელიც მმართველი გუნდის განცხადებით, თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო.
ქართული ოცნების წევრები ცვლილებების მნიშვნელობას განმარტავენ.