ე.წ. ოცნების ქალაქში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

14 ოქტომბერი 2021, 21:01 2325 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ერთ სახლში ორი ადამიანი ცხოვრობს. ხანდაზმული და მისი შვილი, რომელთა გამოყვანა მოხერხდა. მისივე თქმით, სახლი მთლიანად დაიწვა, ცეცხლი კი მეორე სახლზეც გადავიდა. 

"მთელი დასახლება შოკში ვიყავით, ირგვლივ ცეცხლი გვქონდა. სამწუხაროდ, სამაშველო ჯგუფმა დაიგვიანა ერთი სახლი რომ დაიწვა, მერე მოვიდა სახანძრო. ერთ სახლში 6 და მეორე სახლში 3 წევრი ცხოვრობს"-აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი.

დაზარალებულის ინფორმაციით, ოჯახის ექვსივე წევრი კარგად არის, ოჯახის წევრებმა კი სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს.  დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპისთვის უცნობია. ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში