ბათუმის ტრაგედიის შემდეგ 30-მდე ოჯახი გადავიღეთ, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და ითხოვენ დახმარებას. ერთ-ერთი ასეთი 9 მარტის ქუჩის 3 ნომერია. აქ მცხოვრებლები ორსართულიანი შენობის დემონტაჟს ითხოვენ. ნაგებობა ნაწილობრივ უკვე დაშლილია , მობინადრეებს აქვთ ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლებშიც აღნიშნულია, რომ შენობაში ცხოვრება არ შეიძლება. ავარიული შენობის ჩამოშლის ეშინიათ მიმდებარედ მცხოვრებლებსაც, მობინადრეები გვიყვებიან, რომ სახლის იატაკის ჩამოშლის მიზეზით 2 თვის წინ ერთი ოჯახი უკვე გაასახლეს, ხოლო ავარიულ სახლში 8 ოჯახი აგრძელებს ცხოვრებას , ასევე მიმდებარედ ათამდე ოჯახი ცხოვრობს. საკითხთან დაკავშირებით მერიისგან კომენტარს ველოდებით.