“თავისუფლება მიშას” - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მიემართებიან

14 ოქტომბერი 2021, 17:48 737 ნახვა

“თავისუფლება მიშას"- ამ სლოგანით აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მიემართებიან. 

მსვლელობამდე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები. მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია მშვიდობიანი ხასიათის და მასშტაბური იქნება. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მიშას გაუმარჯოს”, “თავისუფლება მიშას”.

თავისუფლების მოედანზე აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში