რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო მანქანები, მეხანძრეები და პოლიციელები.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ციხის სასადილოში გაჩნდა.
რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულება ემიჯნება მე-12 დაწესებულებას, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია რომ პატიმრებს საფრთხე არ ემუქრებათ.