სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, მათ შორის მძიმე მკვლელობების განხორციელება - პრემიერი

14 ოქტომბერი 2021, 13:50 828 ნახვა

პრემიერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით ქვეყანას დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, პროვოკაცია, მათ შორის მძიმე მკვლელობების განხორციელება.

"ჩვენი სურვილიცაა, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, ეს მხოლოდ გამიხარდება.

პატიმარი სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, პროვოკაცია, მათ შორის მძიმე მკვლელობების განხორციელება, რა თქმა უნდა, თუ ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ქვეყანასა და ჩვენს მოსახლეობას ავარიდეთ.

რაც შეეხება მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილია. ჩვენი სურვილიცაა, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და მართლაც, გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, ეს მხოლოდ გამიხარდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი