სახალხო დამცველის განცხადება

13 ოქტომბერი 2021, 10:55 656 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე, კერძოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ   განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი.

უწყების ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა  რამდენჯერმე მოინახულა  პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი და ამ დროისთვის სააკშვილის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა,  ქვეყნის პირველი უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან  სხვადასხვა დროს გაკეთებული  განცხადებებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. სახალხო დამცველი აპარატი მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, რომ   მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს მხოლოდ გონივრულ ფარგლებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი