საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დროს ბრიუსელში . მხარეებმა და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.