“ზე-კართან”- ლიტერატურული ფესტივალი

12 ოქტომბერი 2021, 18:47 1260 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ლიტერატურული ფესტივალი  ,,ზე-კართან“ ღია სივრცეში საჯარო ლექციებით გაიხსნა. მსმენელისთვის შეხვედრაზე საქართველოს  წიგნის გამომცემლობათა პრეზიდენტმა ,,თავისუფალი სიტყვა, როგორც არჩევანი ანუ ორიოდ სიტყვით ლიტერატურის ცენნზურაზე“ ლექცია წაიკითხა.  ,,თავისუფლების პოეტიკაზე“ ისაუბრა მწერალმა პაატა შამუგიამ.  ფესტივალი უკვე მეცხრედ ტარდება. ღონისძიება  სამი დღის განმავლობაში  სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართება. დაგეგმილია პოეზიის საღამოები, მუსიკალური  ნომრები,  რეწვისა და  ხელოვნების ნიმუშების გამოფენები. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი აჭარის განათლების სამინისტროა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში