კულტურის მინისტრი ,,საბავშვო ევროვიზია 2025“-ის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალური შოუ 13 დეკემბერს 20:00 საათზე გაიმართება.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი.
