საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. 4 ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე, მაგალითად კი მესამე სექტორში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავთ. მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა_უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მოუწოდებენ ხელისუფლებას და პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება.