ბათუმში, სახლი ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების განცხადებით, თუ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა ხვალ პაციენტს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.
''პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის არის სტაბილური. გვაქვს დადებითი დინამიკა. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ლაბორატორიულ-კლინიკური კვლევებითაც შეინიშნება დადებითი მაჩვენებლები და დინამიკა. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა ხვალ უკვე პალატაში გადავიყვანოთ. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი'' - განაცხადა დეა ქაჯაიამ.
37 წლის ზვიად თავდგირიძეს მაშველები 11 საათის განმავლობაში ეძებდნენ. საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა.