კოვიდის ახალი ტალღა ძალას იკრებს

11 ოქტომბერი 2021, 19:41 1248 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი თითქმის 9 პროცენტია. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობით აჭარა ხან პირველ და შემდეგ უკვე მეორე ადგილს იკავებდა, დღეს რეგიონში ამ მხრივ დადებითი ტენდენციაა, რადგან ახალი შემთხვევა აქ 98 გამოვლინდა. რაც  შეეხება საერთო სურათს, საავამდყოფოებში 4 514 ადამიანი მკურნალობს და დღეს კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ვირუსი არსად წასულა, ჯანმოს მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის განცხადებით, წინ ძალიან ბევრი უცნობი და მათ შორის, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოვლინებები გველოდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი