ემიგრანტების წერილი

11 ოქტომბერი 2021, 11:38 1305 ნახვა

ბათუმში დატრიალებულ  ტრაგედიასთან დაკავშირებით   ამერიკაში მცხოვრები ქართველი  ემიგრანტები სამძიმრის წერილს ავრცელებენ.  

‘’ვწუხვართ და გული გვტკივა ყველა უბედურებაზე, რაც ჩვენს  სამშობლოში ხდება.  შეგვძრა  ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ.   გისამძიმრებთ საქართველო! ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს! ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ოჯახის ტრაგედია და დანაკლისი, ჩვენია, ყველასი ერთად.  ემიგრანტებს გვსურს გვერდით დავუდგეთ დაზარალებულ ოჯახებს და დავეხმაროთ  ფინანსურად.’’ - წერს ქართველი ემიგრანტი მაია ტყაბლაძე. 

ემიგრანტებმა დაზარალებულების დასახმარებლად  თანხა გადმორიცხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში