აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

11 ოქტომბერი 2021, 10:48 642 ნახვა

11 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი 98 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 73 პირი. 

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 73-მა ადამიანმა. კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 14 პაციენტი, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს 407 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში -187, ხოლო ონლაინ კლინიკაში 706. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში