ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა კლინიკაში ჭერი ჩამოვარდა

11 ოქტომბერი 2021, 02:26 4718 ნახვა

დღეს ღამით, ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკის, ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოვარდა. მსხვერპლი არ არის, მცირედ დაშავდა ორი არასრულწლოვანი.

თვითმხილველების ინფორმაციით პალატაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა ოთხი მოზარდი იყო მოთავსებული. პაციენტების ახლობლები სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

საპირისპიროს ამტკიცებს კლინიკის ხელმძღვანელობა. მათი განმარტებით, შემთხვევის დროს პალატაში მხოლოდ ორი მოზარდი იყო მოთავსებული და პაციენტებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი