ბათუმში დაღუპულებს გლოვობენ

10 ოქტომბერი 2021, 20:56 2402 ნახვა

ტერიტორიას სადაც მოქალაქეებს ყვავილები, სამძიმრის  წერილები და სათამაშოები მიაქვთ, ადგილს სადაც სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა:  მაია თოდუა, დათა შომახია,  ინგა მეკეიძე, ერეკლე დავლაძე,  ანასტასია დავლაძე, ნუგზარ დავლაძე, ჯემალ ბაუჟაძე, სერგო ჩხატარაშვილი, გულნარა აბჟანდაძე.  ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ხვალ საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. დღეს ღამით სახელმწიფო უწყებებზე დაეშვება დროშები, არ ჩატარდება გასართობი აქტივობები. 

მაუწყებელი მესამე დღეა მხოლოდ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის თემაზე მუშაობს.  მწუხარებას გამოვხატავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმელებს და მთლიანად საქართველოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი